X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წელს 900 ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

16 დეკემბერი 2022

,,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით  ვადაში გაწერილი ყველა გეგმა, პრაქტიკულად შესრულებულია. ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც უნდა დამთავრებულიყო 2023 წელს წინსწრებით არის დასრულებული. შესაბამისად, მუნიციპალიტეტებმა იმის გარდა,  რა თანხებიც უნდა აეთვისებინათ 2022 წელსბევრად მეტი სამუშაო შეასრულეს.  მთლიანობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მოხდა 54 მილიონი ლარის აკუმულირება სხვადასხვა ფონდიდან და ინვესტირება პროექტებში, ეს კი 900 პროექტზე მეტია. პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და რეგიონისთვის“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს  ილია ბეგიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახლემწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად გაეცნო.

ილია ბეგიაშვილი და გიორგი გუგუჩია სენაკში სოფელ ნოსირში საცხოვრებელ კორპუსებში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და სენაკის .. სამხედრო დასახლებაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. ასევე დაათვალიერეს ხობში  გაღმა საჯიჯაოსა და საგაბისონიოს უბნებში განხორციელებული გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, სოფელ ნარაზენში საკალანდიოს უბანში გზის რეაბილიტაციის პროექტი.

,,დღეს მოვინახულეთ რეგიონში მიმდინარე და დასრულებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. უკვე შემუშავებულია  2023 წლის გეგმები და ინფრასტრუქტურული წინსვლა რეგიონში გაგრძელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და რეგიონისთვის“-განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მხოლოდ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დაფინანსებულმა სამუშაოების ღირებულებამ 54 მილიონი ლარი შეადგინა.

 რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში 86 კილომეტრი გზა დაიგო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, საავტომობილო გზის მშენებლობა განხორციელდა. გზასთან ერთად მოეწყო სანიაღვრე სისტემაც, პროექტის ფარგლებში მოხდა არსებული ხიდის რეაბილიტაიაც. გზის არსებული მონაკვეთზე ასფალტირებული გზა აქამდე არ ყოფილა, რაც მოსახლეობას  გადაადგილებას განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ურთულებდა. დასრულდა ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული 3 კორპუსის რეაბილიტაცია. სენაკში .. სამხედრო დასახლებაში განხორციელდა არსებული კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე რეაბილიტირდა შიდა გზები, საბავშვო ბაღის წინ მოეწყო მოედანი და სანიაღვრე სისტემა.